მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩთან განათლების სისტემაში მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა

განათლების სამინისტროს ვებ გვერდიდან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს უმასპინძლა და მასთან განათლების სისტემაში მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა.

მიხეილ ჩხენკელმა ელჩს მადლობა გადაუხადა განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პროექტისთვის და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის განათლებისა და კულტურის სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებას ხელს განსაკუთრებულად უწყობს ბრიტანეთის საბჭო საქართველოში (British Council).

შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს Covid-19-ის პანდემიის პირობებში განათლების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფის მიმართულებით.

Top