სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერ მუშაკთა საყურადღებოდ! საქართველოს ტურიზმის მეცნიერებათა აკადემიის სასწავლო უნივერსიტეტი 2021 წლის 15 ივნისს...
გაიგეთ მეტი
მიხეილ ჩხენკელი: „ქედს ვიხრით ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომლებმაც დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს“  26.05.2021 საქართველოს...
გაიგეთ მეტი

სპეციალური პედაგოგი ნინო ხიმშიაშვილი 2021 წლიდან თბილისის №55 საჯარო სკოლის უფროსი სპეციალური მასწავლებელია. წარმატების შესაძლებლობა მას შესაბამისი სამაგისტრო განათლებით მიეცა, რაც მის ანაზღაურებაზეც აისახება. საკუთარ წინსვლას ნინო საკუთარ დამსახურებად არ თვლის. მიაჩნია, რომ სპეციალური მასწავლებლის წარმატება სკოლისა და ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, რომლებიც მოსწავლის განვითარებაზე ერთობლივად ზრუნავენ. „55-ე საჯარო სკოლაში, სადაც ვმუშაობ, ჯანსაღი გარემო და არაჩვეულებრივი ატმოსფეროა. სწორედ მაღალი კვალიფიკაციის კადრები და გამოცდილი ძლიერი გუნდი განაპირობებს ჩემს აქტიურ ჩართულობას, იქნება სასწავლო პროცესი თუ სხვა გამოწვევები. სკოლის ადმინისტრაცია, მშობლები და პედაგოგები ერთობლივად განვიხილავთ ყველა დეტალს და ამა თუ იმ საკითხზე საერთო ძალებით ვმუშაობთ“, – აცხადებს პედაგოგი.

გაიგეთ მეტი
Top