განათლების სამინისტროს ვებ გვერდიდან: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის ახლადაშენებული საჯარო სკოლა მოინახულა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში დაბრუნება მიულოცა.
მიხეილ ჩხენკელი: „დღეს, პრემიერ-მინისტრთან ერთად, ვესტუმრეთ ზედა საქარის თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ საჯარო სკოლას და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საკლასო ოთახში დაბრუნება მივულოცეთ.
მოხარული ვარ, რომ ადგილობრივმა მოსწავლეებმა სწორედ ახალი შენობის კედლებში შეძლეს სასწავლო პროცესის გაგრძელება. თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.
ანალოგიური პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, რადგანაც ჩვენი გუნდისთვის უმთავრესია ჩვენს ახალგაზრდებზე, ჩვენს ბავშვებზე და მათ განათლებაზე ზრუნვა.