სკოლებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ფარგლებში  2020 წლის შემაჯამებელი ფორუმი გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ფარგლებში გამართულ შემაჯამებელ ფორუმში დისტანციურად მიიღო მონაწილეობა.

ონლაინ შეხვედრაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი და ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროექტის ფარგლებში 2020 წელს მიღწეული შედეგები შეაჯამეს, სწავლა-სწავლების პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირების აუცილებლობაზე იმსჯელეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.

Top