განათლების სამინისტროს ვებ გვერდიდან..საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების რეფორმის ფარგლებში პარტნიორობას უმსხვილეს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიასთან იწყებს. განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო ბლოკჩეინ-კომპანია “Input Output HK Ltd”-სა (IOHK) და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მოაწერა და IOHK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩარლზ ჰოსკინსონმა მოაწერეს.

„ბლოკჩეინის ტექნოლოგია დღეს მოწინავე ტექნოლოგიაა, რომლის დანერგვა სხვადასხვა სფეროში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრ ქვეყანაში ხდება. დღეს ბლოკჩეინ ტექნოლოგიებში მსოფლიოში ლიდერ კომპანიასთან „კარდან ჯგუფთან“ ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც გულისხმობს განათლების სიტემაში ბლოკჩეინ სისტემის დანერგვას. პროექტი იქნება უნიკალური იმ კუთხით, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც იზრუნებს განათლების სისტემა გადავიდეს მოწინავე მესამე თაობის ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე. ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთი კომპანია ხდება განათლების სისტემის რეფორმის მხარდამჭერი კონკრეტული ტექნოლოგიებით. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარებულია, ივლისიდან კი ამერიკელ ექსპერტებთან ერთად აქტიური მუშაობა დაიწყება დანერგვაზე“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

Top