ქუთაისის მერი წარმატებულ მწვრთნელებს და პროექტ „ეტალონში“ გამარჯვებულ მოსწავლეს შეხვდა

რეგიონებიდამატების თარიღი 12:08, 5 თებერვალი, 2021 14

 ტანვარჯიშის მწვრთნელებს მზია ღამბარაშვილსა და როზა სუპატაშვილს , ძიუდოს მწვრთნელს ვაჟა შველიძეს ქალაქის მერმა სპორტის ამ სახეობებში გაწეული შრომისა და მიღწევებისთვის მადლობა გადაუხადა და დაასაჩუქრა. საჩუქარი მიიღო პროექტ”ეტალონში” გამარჯვებულმა, ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასელმა თეკლე გიორხელიძემაც. თეკლემ “ეტალონში” რეკორდიც დაამყარა- 2 წუთსა და 29 წამში 95 ქულა დააგროვა.

Top