
განათლების სამინისტროს ვებ გვერდიდან: თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა ახლად აშენებულ სკოლასა და კამპუსს აერთიანებს. მისი ფართობი ჯამში 7700 კვადრატული მეტრია.
სკოლის შენობა 250 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულად ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
შენობაში ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო, სასადილო და სპორტული დარბაზი. ასევე კეთილმოწყობილია ღია სპორტული მოედანი და სარეკრეაციო ზონა.
რაც შეეხება სკოლის კამპუსს, მოსწავლეების საცხოვრებლად და დასასვენებლად შესაბამისი გარემოა შექმნილი. კამპუსიც სკოლის მსგავსად სრულად ადაპტირებულია სსსმ პირთათვის, შენობაში მოწყობილია საცხოვრებელი, სასწავლო, სასადილო ოთახები და სველი წერტილები.