განათლების სამინისტროს ვებ გვერდიდან:საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან, სებასტიან მოლინეუსთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან მიმდინარე ერთობლივი პროექტი „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ და განათლების ყველა მიმართულებით სამომავლო გეგმები განიხილა.

მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა სებასტიან მოლინეუსს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკი რამდენიმე წელია სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ორგანიზაციაა, რომლის მხარდაჭერით საქართველოს განათლების სისტემაში არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელდა.

Top