განათლების სამინისტროს ვებ გვერდიდან..
18 იანვრიდან, 2020-21 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებასთან ერთად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ განახლდა.
„ტელესკოლა“ ყველა კლასის მოსწავლისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შედგენილ ტელეგაკვეთილებს მოიცავს.
გრძელდება ეთნიკური უმცირესობებისთვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მათემატიკის, ბუნების, ბიოლოგიის, სომხურისა და აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენების, ტელე-გაკვეთილები.
„ტელესკოლა“ აბიტურიენტის საათის ჩატარებასაც ითვალისწინებს, სადაც სპეციალისტები აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის უწევენ კონსულტაციას.
სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საგნების გარდა, „ტელესკოლა“ კლასგარეშე სწავლებასაც გულისხმობს. მათ შორის ცეკვის, მუსიკისა და ჭადრაკის გაკვეთილებს და რჩევებს მშობლებისათვის. ასევე გრძელდება ინგლისური ენის გაკვეთილები ნებისმიერი ასაკის მაყურებელისთვის.