სტუდენტების ერთდღიანი ტური რაჭაში

საქართველოს ტურიზმის მეცნიერებათა აკადემიის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ მასწავლებლებმა მეტად საინტერესო, მიმზიდველი, ერთ დღიანი ტურისტული გასვლა მოაწყვეს საქართველოს ერთ ერთ ულამაზეს მხარეში – რაჭაში.

უნივერსიტეტის სტუდენტებმა ანი მინდიაშვილმა, გიორგი მიქაუტაძემ, ზურაბ ვაშაყმაძემ, ნიკა ნარსიამ, ჯაბა აფრიდონიძემ, თამარ ნიქაბაძემ, მარიამ შანიძემ, მარი ველიჯანაშვილმა, ირინა ქურციკიძემ, სალომე გეგიამ, ლალი წულაიამ, ირინა უკლებამ და ტურის ორგანიზატორებმა – ნინო კუჭაიძემ და ნატო ჟორჟოლიანმა ინტერესით დაათვალიერეს რაჭის ულამაზესი ადგილები: ნაქერალას უღელტეხილი, შაორის ტბა, ცხრაჯვარი, სიყვარულის ჩანჩქერი.

შეხვდენ და გაესაუბრენ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ზურგჩანთიან ტურისტებს. სტუდენტებმა დიდი შთაბეჭდილებებით დატვირთულებმა სიყვარულით დატოვეს რაჭის ეს ულამაზესი მხარე. ეს დღე მათ არასოდეს დაავიწყდება.

Top