მიეძღვნა ქართული ენის დღეს

დედა ენის კვირეულის ნაწილი იყო ლიტერატურული საღამო “ენა დედაა ერისა”, რომელიც საქართველოს ტურიზმის მეცნიერებათა აკადემიის სტუდენტებმა ჩაატარეს. ღონისძიება გაიმართა ზურაბ ჯავახაძის სახელობის ქუთაისის სპორტის მუზეუმში.

საინტერესო მოხსენებები “14 აპრილი დედა ენის დღეა”, “ი.გოგებაშვილის “დედა ენა,” “ქართული ენა უპირველეს ყოვლისა”, “ი. გოგებაშვილი და ქართული ენა”, “დედა ენის ბაღის ისტორია”, “დედა ენა არის ენა სულისა და გულისა”, “უცხოელი მეცნიერები ქართული ენის შესახებ”,  “დედა ენა – საჭირო შეგონებები” წარმოადგინეს სტუდენტებმა: თ.გოცირიძემ, მ.შანიძემ, ტ.ფოფხაძემ, ო.სულამანიძემ, ბ.ობოლაძემ, გ.კავლელაშვილმა, ნ.ჯალაღონიამ. საღამოზე მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს ნ.იობიძემ, ზ.ჯავახაძემ, ლ.ლორიამ.

საღამო დალოცა აბასთუმანის მონასტრის წინამძღოლმა მამა გრიგოლმა. საღამო შეაჯამა პროფესორმა ო. ცხადაძემ. მან ღონისძიების მონაწილეებს გადასცა დიპლომები. ლიტერატურულ საღამოს ორგანიზაცია გაუკეთა უნივერსიტეტის პრორექტორმა ლ.ლორიამ და ფაკულტეტის დეკანმა ნ.კუჭაიძემ.

Top