ვასილ სუხომლინსკი – უკვდავი პედაგოგი

საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, პედაგოგიკის დოქტორის ომარი ცხადაძის ამ წიგნში თავმოყრილია მის მიერ სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული შრომები, რომლებიც მიძღვნილია ცნობილი უკრაინელი პედაგოგის, კიროვოგრადის ოლქის, ონ-უფრიევსკის რაიონის სოფელ პავლიშის საშუალო სკოლის ყოფილი დირექტორის, 400-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორის, პედაგოგიური სისტემის ერთერთი დამფუძნებლის, უკრაინის სკოლის დამსახურებული მასწავლებლის, პედაგო-გიკის მეცნიერებათა კანდიდატის, სსრკის პედაგოგიკის მეც-ნიერებათა აკადემიის წევრ კორესპოდენტის, სოციალისტური შრომის გმირის ვასილ სუხომლინსკისადმი (1918 – 1970).

წიგნი განკუთვნილია, როგორც პედაგოგიური სფეროს მუშაკებისათვის, ასევე ფართო საზოგადოებისათვის. განსაკუთ-რებით სკოლის დირექტორების, პედაგოგებისა და მშობლები-სათვის. წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს ახალგაზრდა დედებს, შვილების ჯანსაღად, ყოველმხრივ, ჰარმონიულ აღზრდაში.

Top