by ომარი ცხადაძე / On 07.02.2021 იმედი L • Imedi L28 იანვარი 13:04-ზე · რომ არა ოჯახის წევრების მიერ შემთხვევით ნაპოვნი, სტოკჰოლმიდან გამოგზავნილი წერილი, ვერავინ გაიგებდა, რომ ქართველი ექიმი – ვასილ ვარაზი (1888 – 1969) ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი. წერილი 1939 წელსაა გამოგზავნილი და ალბათ, ადვილი მისახვედრია, თუ რატომ დატოვა ვასილ ვარაზაშვილმა ეს ფაქტი საიდუმლოდ. საბჭოთა რეჟიმი მის ოჯახსა და გარემოცვას ისედაც არ სწყალობდა, ნობელის პრემიის მიღება და ცივილიზებულ სამყაროსთან კონტაქტის უმნიშვნელო ნიშანიც კი სასიკვდილო განაჩენზე ხელის მოწერას უდრიდა. ვასილ ვარაზი, როგორც მეცნიერი, იკვლევდა ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პათოფიზიოლოგიურ და ბიოქიმიურ პროცესებს. ნობელის კომიტეტის დაინტერესებაც სწორედ ამ საკითხებზე, გერმანულ ჟურნალში, 1938 წელს გამოქვეყნებულმა ნაშრომებმა გამოიწვია. თბილისის გიმნაზიის შემდეგ, სწავლა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე გააგრძელა. მალევე, წარმატებულმა სტუდენტმა გერმანიაში გადასვლის შეთავაზება მიიღო, ვასილ ვარაზმა სამშობლოში დაბრუნება არჩია, თუმცა, პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ირანის ტერიტორიაზეც მოუწია მოღვაწეობა. 1925 წელს დისერტაცია დაიცვა თბილისის უნივერსიტეტში, რომლის დაარსებაშიც თავადაც დიდი წვლილი მიუძღვოდა. კეთილშობილი, გამორჩეული და სტუდენტების საყვარელი მეცნიერი თავისუფლად საუბრობდა, ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. უდიდესი მნიშვნელობისაა მისი ნაშრომები ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებში მიკროელემენტების მნიშვნელობაზე, ფსიქონევროზისა და ეპილეფსიის ბიოქიმიურ, ასევე, მალარიის პათოფიზიოლოგიის საკითხებზე. სწორედ ვასილ ვარაზის მიგნებაა, რომ ქოლერით სიკვდილს ელექტროლიტებისა და წყლის ცვლის დარღვევა იწვევდა. ქართული მედიცინის უმნიშვნელოვანესი ფიგურა, ადამიანი, რომელიც 1939 წელს კაროლინის სამეფო ინსტიტუტის დავალებით, ნობელის პრემიის მოსაპოვებლად, რკინის ფარდის მიღმა, შვედეთში მიიწვიეს 1969 წელს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.