განათლების სამინისტროს ვებ გვერდიდან: მსოფლიო ბანკის პროექტის – „მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიულ განათლებაში“-ფარგლებში, რომელიც დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის კარგი მმართველობის ფონდის დაფინანსებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება, 2021 წლის 4 თებერვალს საქათველოს პროფესიული განათლების შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები დაიწყო.

მსოფლიო ბანკის უშუალო მხარდაჭერით დაგეგმილია, პროფესიული განათლების ხარისხის გაძლიერების პროცესებში მონაწილე საქართველოს წამყვანი სამინისტროებისა და სახელმწიფო ინსტიტუციებისთვის იმ საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, რომელიც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების გაძლიერებასა და დასაქმების გაზრდას. შესაბამისად, დღეიდან, დაიწყო შესაბამისი ინსტიტუციების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გამოცდილების გაზიარების ტრენინგმოდულები, რომლებსაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ტრენინგების საერთაშორისო ცენტრის (ITC ILO) ექსპერტები განახორციელებენ.

Top