საქართველოს განათლების სამინისტროს ვებ გვერდიდან..
მიხეილ ჩხენკელი: „2020 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოს უმაღლესი განათლებისთვის. პანდემიის მიუხედავად, საზეიმოდ გაიხსნა ქვეყნის განათლების სისტემის მთავარი მეგა–პროექტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის იდეისა და კონცეფციის ავტორი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ამ პროექტისთვის მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება ერთ მილიარდ ევროს შეადგენს.“
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წელს პირველი სტუდენტები მიიღო ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე: მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება და მენეჯმენტი. აღნიშნული აკადემიური პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამების ანალოგს წარმოადგენს. მომდევნო წლებში უნივერსიტეტში გაჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის და ყოველი მათგანი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიურ პროგრამებზე იქნება დაფუძნებული. აღსანიშნავია, რომ ქართველ პროფესორებთან ერთად უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობენ პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან.