ჩვენ შესახებ

საქართველოს ტურიზმის მეცნიერებათა აკადემიის სასწავლო უნივერსიტეტი.

საქართველოს ტურიზმის მეცნიერებათა აკადემია

უნივერსიტეტი დაფუძნდა 1992 წელს. ლიცენზირებულია საქართველოს განათლების სამინისტროში 21.08.92 წ. #01.17.08.1265 რეგისტრირებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოში  23.12.2002 წელს. საჯარო რეესტრის სამსახურში  29.04.2010 წ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურში № 071 37211, 14 აპრილი 2005 წ. გადაწყვეტილება № 12.

უნივერსიტეტის მთავარი პარტნიორია საქართველოს ტურიზმის მეცნიერებათა აკადემია, რომელიც წარჩინებით კურსდამთავრებულებს სთავაზობს გარანტირებულ სამუშაოს.

ჩვენი მიზანია: ჰარმონიულად, ყოველმხრივ განვითარებული პიროვნების აღზრდა.

უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევით, კულტურულ და სპორტულ საქმიანობას. მუშაობს სტუდენტთა სამეცნიერო წრეები, სისტემატიურად ტარდება პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სამეცნიერო-თეორიული პრაქტიკული კონფერენციები, სასწავლო ტურისტული შეკრებები და სპორტული შეჯიბრებები. 2010 წლის 23-24 ივნისს უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. დაიბეჭდა თეზისები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. მისი ნახვა შეიძლება უნივერსიტეტის ვებ გვერდზე acaduni.edu.ge

უნივერსიტეტში გამოდის გაზეთი და ჟურნალი “პედაგოგიური სამრეკლო”.

აკადემია გამოსცემს პერიოდულ სამეცნიერო ჟურნალს „პროფესიონალის ხმა“ (ISSN 1987-6831).

უნივერსიტეტის სტუდენტები არიან საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი “ქუთაისი-95” პირველი ადგილის მფლობელები. ხოლო მისი საფეხბურთო კლუბი “რწმენა” წლების მანძილზე გამოდიოდა საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში. კლუბის წევრები თამაშობდნენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებ გუნდში (აშვეთია, ძმები გიგიაძეები, ჩხეტიანი და სხვ).

უნივერსიტეტში წლების მანძილზე მუშაობს სოციალურ- ფსიქოლოგიური პრობლემების შემსწავლელი სამეცნიერო ლაბორატორია. ასევე ფუნქციონირებს სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომლის წიგნადი ფონდი გამოირჩევა მრავალფეროვანი თემატიკით, მათ შორის საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციების ავტორეფერატებით.

საქართველოს ტურიზმის მეცნიერებათა აკადემიის სასწავლო უნივერსიტეტი,  და საქართველოს ტურიზმის მეცნიერებათა აკადემია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიცირებული პროფესორ–მასწავლებლებით, რომლებსაც უკრაინის, რუსეთისა და ბელორუსიის უნივერსიტეტთან აკავშირებს მრავალ წლიანი წარმატებული საქმიანობა. ამათგან, კერძო კლასიკური უნივერსიტეტი (უკრაინა) ჩვენი უნივერსიტეტის საქმიანი, სამეცნიერო პარტნიორია. სტმას უნივერსიტეტის მასწავლებლები რეგულარულად მონაწილეობენ უკრაინის მხარის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. მათი შრომები იბეჭდება უკრაინის სამეცნიერო ჟურნალებსა და კრებულებში.

2011–2021 წლებში გამოქვეყნდა აკადემიის უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებელთა და  მეცნიერ მუშაკთა 21 სამეცნიერო შრომა უკრაინულ საერთაშორისო ჟურნალებში.  აკადემიის სასწავლო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ სტუდენტთა პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მეცხრე,მეათე და მეთერთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, ქართველ სტუდენტებთან ერთად საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს უკრაინელმა, ყაზახმა, რუსმა და ბელორუსიელმა სტუდენტებმა ა.პეტრუკმა, ს.სტატიევმა, ე.ტოვსტოკორაიამ, ე.კაპრალოვამ, ა.კალინოვსკაიამ, ა.გუდზამ, ა.უსუპოვამ, ა.ფომენოკმა, დ.გრეკმა, ვ.გოლოვაჩმა, ო.ბუგაევმა, ლ.ისაჩენკომ, ი.ფეოდოროვამ, დ.პროკოპენკომ, ნ.ლუკიანენკომ, ო.ბუტურლინამ, ი.კუპამ, მ.ბაბეშკომ, მ.ვასილენკომ, ტ.სერდიუკმა, ე.იგნატოვამ, მ.კლიმენკომ, ე.პაველკომ, ა.ტროცკომ, ვ.პლაჩინტამ, ვ.ბორტნიკმა, ა.ფორტუსმა, ვ.რომანჩუკმა, გ.მასლიმ, ს.ლოპუშანსკიმ, მ.ვერხოვსკაიამ, ო.გუდზამ. ა.სემიონოვამ, ი.კუპამ, ი.დაშევსკაიამ ჟ.აიდანამ და სხვებმა. კონფერენციის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა პირველი ხარისხის დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით. 2020 წელს ჩატარებული სტუდენტთა საერთაშორისო კონფეენზიაზე გამარჯვებული ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტების: თ.ნიქაბაძის, მ.შანიძის და ა.ჯვარშეიშვილის მოხსენებები გაგზავნილი იქნა უკრაინაში სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერ მუშაკთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად და მოწონებული იქნა. ჩვენი სტუდენტთა შრომები დაიბეჭდა 464 გვერდიან კერძო კლასიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში, რაც ჩვენი სტუდენტების დიდი გამარჯვებაა.