ჩვენს შესახებ

საქართველოს ტურიზმის მეცნიერებათა აკადემიის სასწავლო უნივერსიტეტი.
საქართველო-უკრაინის საგანმანათლებლო საკონსულტაციო ცენტრი.
საქართველოს ტურიზმის მეცნიერებათა აკადემია

უნივერსიტეტი დაფუძნდა 1992 წელს. ლიცენზირებულია საქართველოს განათლების სამინისტროში 21.08.92 წ. #01.17.08.1265 რეგისტრირებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოში  23.12.2002 წელს. საჯარო რეესტრის სამსახურში  29.04.2010 წ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურში № 071 37211, 14 აპრილი 2005 წ. გადაწყვეტილება № 12.

უნივერსიტეტის მთავარი პარტნიორია საქართველოს ტურიზმის მეცნიერებათა აკადემია, რომელიც წარჩინებით კურსდამთავრებულებს სთავაზობს გარანტირებულ სამუშაოს.

ჩვენი მიზანია: ჰარმონიულად, ყოველმხრივ განვითარებული პიროვნების აღზრდა.

უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევით, კულტურულ და სპორტულ საქმიანობას. მუშაობს სტუდენტთა სამეცნიერო წრეები, სისტემატიურად ტარდება პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სამეცნიერო-თეორიული პრაქტიკული კონფერენციები, სასწავლო ტურისტული შეკრებები და სპორტული შეჯიბრებები. 2010 წლის 23-24 ივნისს უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. დაიბეჭდა თეზისები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. მისი ნახვა შეიძლება უნივერსიტეტის ვებ გვერდზე acaduni.edu.ge

უნივერსიტეტში გამოდის გაზეთი და ჟურნალი “პედაგოგიური სამრეკლო”.

აკადემია გამოსცემს პერიოდულ სამეცნიერო ჟურნალს „პროფესიონალის ხმა“ (ISSN 1987-6831).

უნივერსიტეტის სტუდენტები არიან საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი “ქუთაისი-95” პირველი ადგილის მფლობელები. ხოლო მისი საფეხბურთო კლუბი “რწმენა” წლების მანძილზე გამოდიოდა საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში. კლუბის წევრები თამაშობდნენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებ გუნდში (აშვეთია, ძმები გიგიაძეები, ჩხეტიანი და სხვ).

უნივერსიტეტში წლების მანძილზე მუშაობს სოციალურ- ფსიქოლოგიური პრობლემების შემსწავლელი სამეცნიერო ლაბორატორია. ასევე ფუნქციონირებს სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომლის წიგნადი ფონდი გამოირჩევა მრავალფეროვანი თემატიკით, მათ შორის საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციების ავტორეფერატებით.

საქართველოს ტურიზმის მეცნიერებათა აკადემიის სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველო–უკრაინის საგანმანათლებლო საკონსულტაციო ცენტრი და საქართველოს ტურიზმის მეცნიერებათა აკადემია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიცირებული პროფესორ–მასწავლებლებით, რომლებსაც უკრაინის, რუსეთისა და ბელორუსიის უნივერსიტეტთან აკავშირებს მრავალ წლიანი წარმატებული საქმიანობა. ისინი რეგულარულად მონაწილეობენ უკრაინის მხარის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. მათი შრომები იბეჭდება უკრაინის სამეცნიერო ჟურნალებსა და კრებულებში.

2011–2017 წლებში გამოქვეყნდა აკადემიის და სასწავლო ცენტრის მეცნიერ მუშაკთა 10 სამეცნიერო შრომა. აკადემიის, სასწავლო უნივერსიტეტისა და ცენტრის მიერ ჩატარებულ სტუდენტთა პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს უკრაინელმა, რუსმა და ბელორუსიელმა სტუდენტებმა ა.პეტრუკმა, ს.სტატიევმა, ე.ტოვსტოკორაიამ, ე.კაპრალოვამ, ა.კალინოვსკაიამ, ა.გუდზამ, ა.უსუპოვამ, ა.ფომენოკმა, დ.გრეკმა, ვ.გოლოვაჩმა, ო.ბუგაევმა, ლ.ისაჩენკომ, ი.ფეოდოროვამ, დ.პროკოპენკომ, ნ.ლუკიანენკომ, ო.ბუტურლინამ, ი.კუპამ, მ.ბაბეშკომ, მ.ვასილენკომ, ტ.სერდიუკმა, ე.იგნატოვამ, მ.კლიმენკომ, ე.პაველკომ, ა.ტროცკომ, ვ.პლაჩინტამ, ვ.ბორტნიკმა, ა.ფორტუსმა, ვ.რომანჩუკმა, გ.მასლიმ, ს.ლოპუშანსკიმ, მ.ვერხოვსკაიამ, ო.გუდზამ. ა.სემიონოვამ, ი.კუპამ, ი.დაშევსკაიამ. კონფერენციის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა პირველი ხარისხის დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით.